ივანიშვილის კომპანიას “წითელი ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მისცეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის კომპანიას “ასოციაცია ატუ” ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის სახელმწიფო “წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლება მიეცა. 

2019 წლის 17 მაისს ხელმოწერილ განკარგულების თანახმად, “ასოციაცია ატუ” ქუთაისის მიმდებარედ 387,512 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე “წითელი ნუსხით” დაცულ  იმერული მუხის 60 და ძელქვის 49 ხეს მოჭრიან. ამასთან, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ასოციაცია "ასოციაცია ატუმ" მოჭრილი მერქანი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე უნდა დაასაწყობოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp