რატომ დაესხა მეუფე იაკობი თავს ხელისუფლებას - გია ნოდიას ანალიზი

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

“შეთქმულების თეორიის მოყვარულთათვის:

რატომ დააბრალა მეუფე პეტრემ პატრიარქს მამათმავლობა და პედერასტია მაინცდამაინც ახლა? პასუხი: იმიტომ, რომ ახლა განარიდეს და თანამდებობას ჩამოაშორეს (თორემ პატრიარქს მანამდეც აკრიტიკებდა, თან საკმაოდ მწვავედ).

რატომ მოხდა პეტრეს განრიდება მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ ახლა ჩატარდა სინოდი.

რატომ ჩატარდა სინოდი მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ მეუფე იაკობმა გააკეთა ცნობილი განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ.

ესე იგი, მეუფე იაკობი დაესხა ხელისუფლებას იმისთვის, რომ მეუფე პეტრეს პატრიარქისთვის მამათმავალი და პედერასტი ეწოდებინა.

ამოვხსენი ამოცანა?

P.S. კრიტიკის საფუძველზე ვაღიარებ შეცდომას: მეუფე პეტრემ ჯერ კიდევ სინოდზე გამოთქვა ბრალდებები პატრიარქის მიმართ, ასე რომ განრიდებაზე პასუხად არ უთქვამს ეს. მაგრამ ზოგადი ლოგიკური სქემა მაინც მსგავსი რჩება: იაკობმა იმისთვის დააბრალა ხელისუფლებას შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ, რომ მერე პატრიარქსა და პეტრე ცაავას შორის ურთიერთობა დაძაბულიყო.” – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"