"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ"

საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, "კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ". ამის შესახებ ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომლითაც დიპლომატი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან დამაკავშირებელი გადასასვლელების ჩაკეტვას და შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ეხმიანება. 

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ. ბორდერიზაციის ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარიას თქმით, მთავრობა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს