კრიმინალური ავტორიტეტის "ლავასოღლის" მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს - რას ითხოვს ოჯახი

ე.წ.კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად "ლავასოღლის" ოჯახის წევრები და ახლობლები გორაძის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. 

მათი განცხადებით, "ლავასოღლი" თურქულ საპატიმროში წელიწადზე მეტია ბრალდების გარეშე იმყოფება, მან ჯერ შიმშილობა გამოაცხადა, შემდეგ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც ახლობლები განმარტავენ, გორაძეს თურქეთში დანაშაულის ჩადენა არ უფიქსირდება, საქართველოში კი დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და ექსტრადირების შემთხვევაში გორაძე ამ სასჯელს საქართველოში მოიხდის, ექსტრადირებისთვის საჭირო ხარჯებს კი ოჯახი გაიღებს.   

"ლავასოღლის" ადვოკატის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, თურქეთის მხრიდან ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არის, თუმცა არაოფიციალურ დონეზე, „თურქეთი აცხადებს, რომ საქართველო არ არის მოწადინებული, გადაიყვანოს თავისი მოქალაქე“.

გუშინ დაკავებულის ახლობლებმა აქცია თურქეთის საკონსულოსთან გამართეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"