“ჩატარდეს ექსპერტიზა” - მამა გიორგი სინოდის წევრს “სოდომურ ცოდვაში” სდებს ბრალს [ფოტო]

მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც 1988 წლით თარიღდება. აღნიშნული დოკუმენტი არის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, ზოსიმე შიოშვილი თავისივე ნებით ტოვებს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორის თანამდებობას და მიუთითებს, რომ გადაწვეტილებას იღებს სტუდენტთა მოთხოვნის შესაბამისად.

“1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად "თავს დაესხა“ "სვეტიცხოვლის” რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, "თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში… მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)”, – წერს მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში.

ის მოითხოვს, ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა და გაირკვეს, ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს.

“თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმა”, – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე.


საქართველოს საპატრიარქოში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

თავად მეუფე ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.


„ეს არის სრული აბსურდი და ცილისწამება. მეუფე მეტ კომენტარს ამ საკითხზე არ გააკეთებს“, - პასუხობს რადიო თავისუფლებას ზოსიმე შიოშვილის თანაშემწე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"