სტოლტენბერგი: "უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება"

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. 

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო“, -განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ნატო დაეხმარება კიევს, განახორციელოს რეფორმები, რათა მან ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა