საფრანგეთს დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის სიახლე აქვს

საფრანგეთი დასაქმების მსურველი მიგრანტებისთვის კვოტებს შემოიღებს. როგორც საფრანგეთის შრომის მინისტრმა, მურიელ პენიკომ განაცხადა, კვოტების სისტემა საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ.

მინისტრის თქმით, კვოტები მიგრანტებისთვის 2020 წლის ზაფხულში ამოქმედდება. მთავრობა უკვე მუშაობს ნუსხის შედგენაზე, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება ის პროფესიები, რომლებზეც საფრანგეთში მოთხოვნა არსებობს.

„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საფრანგეთის მოქალაქეებს შრომის ბაზარზე დაბრუნებაში, შემდეგ კი, მივიღოთ მიგრანტები და მივცეთ მათ დასაქმების საშუალება. თუ ამის საჭიროება არსებობს, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ პროფესიონალები“, – განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა