კახა კალაძე: "ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო"

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე დედაქალაქის მთავრობის სატრასპორტო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ძველი ავტობუსების ჩანაცვლება პრიორიტეტულია.

„ძალიან მალე მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც პრობლემურია და ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა მეტროპოლიტენის მიმართულებით და უახლოეს მომავალში მერია ახალი ვაგონების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

მერმა მნიშვნელოვან მიმართლებად დაასახელა "ტაქსების რეფორმა". 

"რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკას ჰყავს კრიტიკოსებიც, არიან ოპონენტები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ყველა ინფორმაცია, ყველა იმ რეფორმაზე, იმ წინგადადგმულ ნაბიჯზე, რომელსაც ახორციელებს დედაქალაქის მერია. ჩვენ კრიტიკის თვალსაზრისით ვისმენთ, ყველა პროექტთან მიმართებით - რა დროს ეს იყო, მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა, მერე მეორე... მაგრამ არა, მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, საზოგადოებამ იმისთვის აგვირჩია, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ დედაქალაქში პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს, ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და მგონი არავის მოგწონთ ის, რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით შესაბამისად, რაც შეიძლება სწარაფად უნდა იყოს მოგვარებული ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მერი ფიქრობს, რომ დაგეგმილი ღონისძიების განხორციელების შედეგად ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოწესრიგდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"