დავითაშვილი მთაწმინდიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს გამოეხმაურა

ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია „კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება“.

„მისასალმებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადყოფნას გამთქვამს სრული მხარდაჭერა გამოხატოს და კომპეტენციის ფარგლებში, კვალიფიციური სპეციალისტებით ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში. დღეს მსოფლიო კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც მიწის გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ურბანულ დასახლებებში გამწვანება აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგები შევარბილოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩეჩნეთში „ჯადოქარი“ დააკავეს, რომელიც ყოფილ და მოქმედ ჩინოსნებს ემსახურებოდა