„ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ“

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, იგი ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მიესალმება, თუ ისინი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ.

"ჩვენ მივესალმებით „ქარშეარინგის“ პროექტის განხორციელებას, რომელიც ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ჩვენ ყველა რუსულ კომპანიას მივესალმებით, თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს განახორციელებენ. ჩვენ ყველას, ვინც მოგვმართავს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე დავუმონტაჟებთ ელექტროდამტენებს, რომ აღნიშნული მიმართულება გავაძლიეროთ. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან ქალაქში, მართლაც გვაქვს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. ასეთი პროექტი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის განხორციელებული და მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნული პროექტი ჩვენს სამშობლოშიც განხორციელდება“,  - განაცხადა კალაძემ.