გამგებელი - ახალგორში დაშავებულ ქალზე: "მოტეხილობაზე ოპერაცია არ გაუკეთებიათ,უბრალოდ აქვს შეხვეული"

ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ავრცელებს.

ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ის თამარ გიგაურის დისშვილს ესაუბრა. გამგებლის ინფორმაციით, გიგაურის ოჯახის წევრი ამბობს, რომ ექიმები აიმედებენ.

„დღევანდელი ინფორმაციით, ქალბატონ თამარ გიგაურის დისშვილისგან ვიცი, რომ არ გაუკეთებიათ ოპერაცია მოტეხილობაზე, არც თაბაშირში არ აქვს ჩასმული, უბრალოდ აქვს შეხვეული. თითქმის ყოველდღე უკეთებენ რენტგენს და საბოლოოდ ვერ დაადგინეს, რა ხდება. ეუბნებიან, თითქოს არანაირი პრობლემა არ არის, ყველა ანალიზი კარგია და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საშიშროება არ ემუქრება. ამ მოტივით ალბათ მიაჩნიათ, რომ არ ექვემდებარება გადმოყვანას“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გადმოსასვლელები ჩაკეტა, შედეგად რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. შექმნილ ვითარებას უკვე მოჰყვა მსხვერპლი მარგო მარტიაშვილის სახით. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა