თურქეთში საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

თურქეთში ოთხი სახლის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ანკარაში რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ჩაატარა. 

ამოღებულია ხუთი ათასი ლირა და 50 ათასი ლირის ღირებულების საქონელი, მათ შორის მობილურები, სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე ტექნიკა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ხშირად იცვლიდნენ გარეგნობას და ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ.

დაკავებულებს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"