ვოლსკი - ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“: "არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას"

საპარლამენტო მრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს "ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას", თუმცა ამბობს იმასაც, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა დავიცვათ. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების შესაძლო ჩაშლაზე საუბრისას განუცხადა. როგორც ცნობილია, გარკვეული აქტივობები "ქართული მარშის" დამფუძნებელმა სანდრო ბრეგაძემ დააანონსა. 

„ყველაზე სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის კანონის მიხედვით მოქმედება. ჩემი განწყობა არის ის, რომ მკაცრად უნდა დავიცვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ამავდროულად მე არანაირად არ ვუჭერ მხარს ასეთი ფილმებით გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას. არსებობს დამკვიდრებული, ტრადიციული ურთიერთობები საზოგადოებაში და ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ახლახან ავსტრიაში იყო ეგეთივე შემთხვევა, როდესაც ავსტრიის ხელისუფლებამ შესაბამისად იმოქმედა და მე არა მგონია, რომ ამას აგრესია უნდა მოჰყვეს. არსებობს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც განსხვავებული აზრი გააჩნია. ჩვენ თუ ერთ მხარეს ვუჭერთ მხარს, მეორე მხარესაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ის ბალანსი, როდესაც სტაბილურობას არ დაემუქრება საფრთხე. ამ შემთხვევაში ჩემი პირადი განწყობები, რომელზეც მოგახსენეთ, არაფერ შუაშია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წესრიგი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მედია – ევროკავშირში მომზადდა ინიციატივა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის ათწლიანი გეგმა შესთავაზონ