“8 ნოემბერს სერბეთში დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აღარ მივდივარ, ვრჩები თბილისში სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად”

“მიუხედავად იმისა, რომ 8 ნოემბერს სერბეთში უნდა ვყოფილიყავი დედის სიწმინდისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მომხსენებლად, ორგანიზატორებს დიდი ბოდიში შევუთვალე და თბილისში დავრჩი, რათა თქვენთან ერთად კვლავ ვიბრძოლო თქვენი სამშობლოს ზნეობრივი ტრადიციის დასაცავად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ["და ჩვენ ვიცეკვეთ"] ჩვენება“.  

ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში საუბრობს. 

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა