"პოლიციის კორდონს გავწევთ, შევალთ საოპერატოროში და გავთიშავთ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე 8 ნოემბერს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" სეანსის ჩაშლით იმუქრება. 

ბიზნესმენი მხარდამჭერებს პარასკევს 16 სთ–ზე ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით მხარდამჭერები დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ.

"ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას".

ცნობისთვის: “და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა. 

ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8,9 და 10 ნოემბერს გაიმართება. პირველ ჩვენებამდე 4 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"