მიტროპოლიტი ეკლესიაში პედოფილიას არ გამორიცხავს: "შემოგვეპარნენ"...რამდენიმე მოძღვარი შეჩერებული იქნა"

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

„ჩვენთვის ეს არახალია. მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ამას დროდადრო ვისმენ ადამიანებისგან. მე ველოდი, რომ ოდესღაც ეს ასე იქნებოდა. იმიტომ, რომ დაძაბულია ფონი, სიტუაცია. ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ახლა კი არა, „კომუნისტებიდან“ მოდის. ისინი, რომ იღებდნენ ფილმებს, სულ ოხროხინედ გვაჩვენებდნენ. რომ სასულიერო პირნი დაკნინებულნი ყოფილიყვნენ“, - ამბობს მიტროპოლიტი ანტონი.

შეკითხვაზე, „თქვენ არ გამორიცხეთ, რომ ეკლესიის შიგნით იყოს ის ამბები, რაზეც ჩვენ ვისმენთ ეს დღეებია, ბრალდებებს - მამათმავლობასთან და პედოფილიის შესახებ?“ მიტროპოლიტმა უპასუხა „რა თქმა უნდა. შემოგვეპარნენ, რა თქმა უნდა. პლანეტა მარსზე კი არ ვცხოვრობ, დედამიწაზე ვცხოვრობ და, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ...რამდენიმე მოძღვარი შეჩერებული იქნა. ქორეპისკოპოსები მსჯელობენ ამაზე და იკრიბებიან. რამდენიმე მოძღვარი განაყენეს, ამხილეს. კვლევებიც მიდის და ზნეობრივი კომიტეტიც იყო ჩამოყალიბებული და ვიცი, რომ ამ საკითხების შესახებ მუშაობდნენ. მთლად ისე არ არის, რომ ჩვენ ერთ ყურში ვუშვებთ და მეორეში ვატარებთ. თუმცა მეტი ზომების მიღება შეიძლებოდა“, - თქვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა პეტრე ცაავას საფუძველი? მიტროპოლიტი პასუხობს: „ნორმალური ადამიანია [პეტრე ცაავა] და რომ არ ჰქონოდა საფუძველი... ეს მას უნდა ჰკითხოთ“.

მისივე თქმით, სინოდის წევრებისთვის პეტრე ცაავას საჯარო განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მიტროპოლიტი პეტრე ამაზე გარეთ ისაუბრებდა, შიგნით ჩვენ შორის რაღაც საკითხები იყო, მაგრამ ჩვენთვის ყველასთვის ეს იყო ბომბი, რომ გარეთ ილაპარაკა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანტონმა და პეტრე ცაავა შემდეგი სიტყვებით დაახასიათა, - „მეუფე პეტრეს თავისი ხასიათი აქვს, თავისი ხასიათის სიმტკიცე აქვს. რაღაცნაირად ჩვენ ყველანი ვთხოვდით, აბსოლუტურდ, მეც, როცა გამოვედი [სიტყვით] სინოდზე, ვუთხარი, მიუხედავად იმისა, არ ვეთანხმებოდი გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ მეუფე პეტრეს ძალიან ბევრი ნაშრომი აქვს ეპარქიაში და რაღაცნაირად, ემოციურმა ფონმა გადაფარა. რამდენიმე მღვდელმთავარმა ვთქვით, რომ თქვენო უწმინდესობავ, იქნებ დარჩეს ის [პეტრე ცაავა] ეპარქიაში და შეინანიოს. რა თქმა უნდა, ეპარქიიდან გაშვებას მხარს არ ვუჭერდი. რამდენიმე ადამიანს ეს სასჯელი მისთვის მძიმედ გვეჩვენა, მაგრამ იქაც იყო ნათქვამი, რომ მას ბევრჯერ უთხრეს... მე პირადად ასეთი სიტყვები ვუთხარი: მეუფე, 46 ძმა ვართ, 45 გთხოვთ, რაღაცნაირად გაჩერდი, ცოტა ჩავწყნარდეთ და შიგნით მოვძებნოთ... შემდეგ ისე დატრიალდა, რომ ზოგისთვის ეს ძალიან ემოციური და ძნელი მოსასმენი იყო“.

31 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიით, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა