რა ლოკაციებზე დარჩებიან ამერიკელი სამხედროები სირიაში

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, აშშ-ი სირიაში 800 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს. ისინი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავენ. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველ ნოემბერს შეხვდა პენტაგონის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მან დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც სირიის აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების ზონა გაფართოვდება. ამერიკელი ჯარისკაცები ქურთების სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დეირ ეზ ზორსა და ჰასაკეს შორის განლაგდებიან.

პენტაგონში სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობას არ აკონკრეტებენ, თუმცა ცნობილია, რომ მათი რიცხვი 800-ს არ გადააჭარბებს. მათი მიზანი სირიის ნავთობის ობიექტების ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებისგან დაცვა იქნება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა