ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა – არის მსხვერპლი

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვარზე უცნობი პირები სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაჯიკეთი უშიშროების სამსახური ავრცელებს.

ინციდენტი დუშანბედან 60 კილომეტრში მდებარე საგუშაგოსთან მოხდა. ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელების რაოდენობა დაახლოებით 20 იყო. მათ სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დაიკავეს და იარაღი ჩაიგდეს ხელში. სპეცოპერაციის შედეგად, 15 ბოროტმოქმედი ლიკვიდირებულია. კიდევ ხუთი თავდამსხმელი დაკავებულია.

ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა ერთი მესაზღვრე და ერთი პოლიციელი.

მომხდართან დაკავშირებით მთავრობამ ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია უზბეკეთის მთავრობაც.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა