პარლამენტმა 9, 12 და 26 მაისის გარდა, შესაძლოა, 1 და 14 მაისიც უქმე დღედ გამოაცხადოს

პარლამენტმა 9, 12 და 26 მაისის გარდა, შესაძლოა, 1 და 14 მაისიც უქმე დღედ გამოაცხადოს.

კერძოდ, პარლამენტმა დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ინიციატივა უნდა განიხილოს, რომლის თანახმად 14 მაისს „სამშობლოს დღე“ უნდა ეწოდოს. ქანთარია ითხოვს, რომ 14 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს.

გარდა ამისა, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კი ითხოვს, რომ პირველი მაისი დასვენების დღედ გამოცხადდეს. კანონმდებლის აზრით, პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა და ამიტომ ის დასვენების დღე უნდა იყოს.

ცნობისთვის: მაისის თვეში სადღეისოდ უკვე არის სამი უქმე დღე. კერძოდ, 9 მაისი –  დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე; 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; 26 მაისი– საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება'' მარტვილის მუნიციპალიტეტში