ნეთანიაჰუ: „ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას"

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ისრაელი „არასდროს დაუშვებს ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.

„ირანი ყველა მიმართულებით აფართოებს აგრესიას. ის ცდილობს, დაემუქროს ისრაელს...ირანის მცდელობა, განავრცოს ბირთვული იარაღის პროგრამები და გაზარდოს ურანიუმის მოხმარება ატომური იარაღისთვის, არ მოხდება. ჩვენ ირანს ამის საშუალებას არასდროს მივცემთ, არა მარტო ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის, არამედ მთელი შუა აღმოსავლეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის“,-განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ ირანი ბირთვულ ქარხანაში ცენტრიფუგებში ურანიუმის გაზის შეყვანას იწყებს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ირანთან ერთად ხელი შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გერმანიამ მოაწერეს, "ფორდოუს" ცენტრიფუგების გაზის გარეშე ბრუნვას ითვალისწინებდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა