"ვიხილეთ შეტევები ეკლესიასა და მის ლიდერზე, საზოგადოების რეაქციამ დაამტკიცა ჩვენი შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,ბოლო დროს საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე დესტრუქციული ხასიათის შეტევები განხორციელდა, თუმცა "საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ აჩვენა შესაძლებლობები მსგავსი მანიპულაციების წინააღმდეგ".

„ჩვენ ვიხილეთ ბოლო დროს ფეიკური ახალი ამბები, როგორ ემუქრება ჩვენი  საზოგადოების საფუძველს. ეს იყო დესტრუქციული შეტევები საქართველოს ეკლესიასა და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ, როდესაც ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, დაამტკიცა მოწიფულობა და შესაძლებლობები მსგავს მანიპულაციებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე  (GDSC) სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC)  რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა