პრეზიდენტი: "საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატო-ს"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატო-ს.

"საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატო-ს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას. ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით არის გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი.ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას, გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე  (GDSC) სიტყვით გამოსვლისას. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"