პრეზიდენტი – მამალაძის შეწყალებაზე: "მიკვირს, რატომ არის მხოლოდ ამ ადამიანის მიმართ ინტერესი"

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "უკვირს რატომ არის  მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალების საქმეზე ინტერესი".

"შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მემგონი, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა