პრეზიდენტი – პროკურატურაში მისვლაზე: "რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული?!"

რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც არ ვარ დაბარებული? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში და ითანამშრომლებს თუ არა პროკურატურასთან შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.

„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. მოგვიანებით პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან შესასვლელებთან ვითარება დაიძაბა