Freedom House - ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა

Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში ყალბ ფეისბუქ–ექაუნთებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მთავრობის მხრიდან სისტემური და ყოვლისმომცველი მანიპულაციური ონლაინკონტენტი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით. მაგალითად, 2019 წლის ივნისში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ონლაინ აქტივისტებმა ფეისბუქს იმ ბოტ ანგარიშების და დასპონსორებული პოსტების წაშლის მოთხოვნით მიმართეს, რომლებიც პროტესტის შესამცირებლად და სამთავრობო ნარატივის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

თუმცა, ყალბი ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილისთვის ჩირქის მოცხებასაც ისახავდა მიზნად.

ბოლო წლებში იმ ფეისბუქ გვერდების რიცხვი, რომლებიც ყალბ ინფორმაციას და ულტრა მემარჯვენე, რადიკალურ იდეებს ავრცელებენ, მკვეთრად გაზარდა", - ნათქვამია Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, მთლიანობაში, საქართველო ინტერნეტის მოხმარების კუთხით თავისუფალი ქვეყანაა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა