ველური ბუნების სააგენტოში სკოლის მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები), მცენარეთა პლანტაციები და სათბური დაათვალიერეს, ასევე, ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. 

სააგენტოს დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა  ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარა მცენარეთა დარგვის, მოვლისა და გამოყვანის შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დარგეს ელდარის ფიჭვის ნერგები.

ველური ბუნების სააგენტო წელიდადში 102 სახეობის  მილიონამდე ნერგს აწარმოებს, მათ შორის 20-მდე სახეობას საქართველოს წითელი ნუსხიდან.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა