რომელი ქვეყნების მოქალაქეებმა დააფუძნეს საქართველოში ყველაზე მეტი კომპანია

მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებული „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა მზარდია და ასეთი სუბიექტების უმრავლესობას ყველა დამფუძნებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჰყავს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების ნახევარზე მეტი ირანის, თურქეთის და რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული”, - ნათქვამია ანგარიშში.


დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში მზარდია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სამეწარმეო სუბიექტებს აფუძნებენ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა