რუსეთში ცხოვრების და რუსეთის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკა

საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ ემიგრანტთა რაოდენობა იკლებს და იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.

მაგალითად, 2011 წელს რუსეთში საქართველოს 7 325 მოქალაქე ჩავიდა, უკან კი მხოლოდ 416 დაბრუნდა. 2018 წელს კი, რუსეთში 6 345 მოქალაქე ჩავიდა, უკან კი 4 314 დაბრუნდა.

საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავ ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანაა. ანგარიშის მონაცემებით, რუსეთში საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობა 450 ათასს შეადგენს.

ამასთან, ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის, თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ოდნავ შემცირებულია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა