ოხანაშვილი: "არ უნდა მოხდეს საკითხების დემონსტიტრება, რაც საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს"

“ქართული ოცნების” დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს:

“ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს ცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო” – ამბობს ოხანაშვილი.

ფილმის ჩვენება საქართველოში 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. მოგვიანებით, იგივე შინაარსის განცხადება ბიზნესმენმა ლევან ასაძემაც გააკეთა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. შსს აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებს მიიღებს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი