BBC- საქართველო ბიტკოინების მოპოვების კუთხით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა

საქართველო ბიტკოინების მოპოვების კუთხით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, – ამის შესახებ BBC-ს ჟურნალისტი ედ ბატლერი აცხადებს, რომელიც საქართველოს ეწვია ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.

„ჩვენ გვაქვს ახალი ამბიციური გეგმები წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტრობის კაბელების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გააერთიანოს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ევროპის შავი ზღვის სანაპიროებთან. ეს არის იდეა და კარგი გზა, რომ მეტად გავხდეთ ინტეგრირებულნი ევროპის ენერგო სისტემაში“,-აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გამოცემასთან საუბრისას.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მას თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანაში ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი. 

„მხოლოდ ეს წარმოება მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. პრობლემა ისაა, რომ არის კიდევ მიკრო-წარმოებები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მათ, საერთო ჯამში, მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი სჭირდებათ“, - აცხადებს „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელი დავით ჭაპაშვილი გამოცემასთან საუნრისას. 

ჟურნალისტი კომპანიის ლატვიელ დამფუძნებელს, ბიზნესში მმართველი პარტია "ქართუი ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ ეკითხება, რაზეც ბიზნესმენი პასუხობს, რომ ივანიშვილს ამ ბიზნესში წილი არ აქვს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საჯარო ჩანაწერების თანახმად, ივანიშვილს შეიძლება, არ ჰქონდეს პირდაპირი წილი ამ ბიზნესში, თუმცა მასთან დაკავშირებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ საქართველოში წარმოების დასაწყებად 10 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა