ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავით ტონოიანს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა