„ზაფხულში ყვარელში სკოლას გავხსნით და ახალგაზრდებს ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე წაუკითხავენ ლექციებს“

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყვარელში ახალი სკოლა გაიხსნება, სადაც ახალგაზრდებს რიგ სხვა საკითხებთან ერთად ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე წაუკითხავენ ლექციებს. 

"ზაფხულში ყვარელში სკოლას გავხსნით, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე. სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და ვესაუბრებით ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე. [...] აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციებს წასაკითხად, კულტურულ მოღვაწეებს, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის", – განაცხადა სააკაშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp