პუტინს ვიკიპედიის დიდი რუსული ენციკლოპედიით ჩანაცვლება სურს

რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ვიკიპედიის რუსული განყოფილების უფრო „სანდო ვერსიით" ჩანაცვლება სურს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსული ენის მომავალთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკეთესი იქნება, თუ ვიკიპედია ჩანაცვლდება ახალი დიდი რუსული ენციკლოპედიის ელექტრონული ფორმით. პუტინის თქმით, „ეს იქნება სულ მცირე სანდო, თანამედროვე გზით წარმოდგენილი ინფორმაცია“.


სექტემბერში მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს 1,7 მილიონი რუბლის დახარჯოს ვიკიპედიის მსგავსი ონლაინ-რესურსის შექმნაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან იციდენტი მოხდა