ბიბილოვი “კომპლექსური უსაფრთხოების მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის” დიპლომით დაჯილდოვდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი “კომპლექსური უსაფრთხოების მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის” დიპლომით დაჯილდოვდა. დიპლომის გადაცემის ცერემონია მოსკოვში, “რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საელჩოში” გაიმართა.

«სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დაჯილდოება შეთანხმებულია ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის (გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქვეუწყება) უსაფრთხოების სისტემების განყოფილებასთან», - განაცხადეს ე.წ. საელჩოს პრეს-სამსახურში.

რუსული მედიის ცნობით, “კომპლექსური უსაფრთხოების მეცნიერებათა მსოფლიო აკადემია” მეცნიერების, ექსპერტებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტების გაერთიანებაა, რომლის წევრები თავის ცოდნასა და პროფესიულ მიღწევებს უნიკალური მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისთვის, მეცნიერების პოპულარიზებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მოწინავე ტექნოლოგიების დასანერგად იყენებენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"