"მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას"

მოუთმენლად ველი 13 ნოემბერს პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ტრამპი თურქ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ მას პრეზიდენტ ერდოთანთან „ძალიან კარგი სატელეფენო საუბარი“ ჰქონდა.

„მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრი ის მებრძოლი დაატყვევეს, რომლებიც კონფლიქტის დროს გაიქცნენ, მათ შორის მოკლული ტერორისტის ალ-ბაღდადის ცოლი და და,“- წერს დონალდ ტრამპი.

მისი ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბევრ სხვა საკითხზეც ისაუბრეს, მათ შორის, „თურქეთ-სირიის საზღვარზე, ტერორიზმის აღმოფხვრასა და ქურთებთან საომარი მოქმედებების დასრულებაზე.“

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა