კახეთში მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

კახეთში, სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივების განცხადებით, ახლობლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ქალთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს, პოლიცის გამოძახების შემდეგ კი ის გარდაცვლილი ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით,  გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა