საფრანგეთი საიმიგრაციო წესებს ამკაცრებს

საფრანგეთის ხელისუფლება საიმიგრაციო წესებს ამკაცრებს. „როიტერის“ ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ედურად ფილიპის მიერ განსაჯაროებული გეგმის თანახმად, ხელისუფლება მიგრანტთა კარვების რამდენიმე ქალაქის დაშლას აპირებს, ასევე იგეგმება ქვეყანაში ლეგალურად ჩასულ მიგრანტ მუშებზე კვოტების დაწესება.

ახალი წესების მიხედვით, საფრანგეთში ახალჩასული თავშესაფრის მაძიებლები ვერ ისარგებლებენ ჯანდაცვის სერვისით, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების გარდა.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პოლიციამ პარიზში, პორტ-დე-ლა-შაპელში მდებარე მიგრანტთა ბანაკიდან მიგრანტები უკვე გაიყვანა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა