"საქართველო გახდება ნატო–ს წევრი"

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის როუზ გოტმიოლერის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ნატო–ს წევრი. 

„პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. თქვენ ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი ჩვენ პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს. წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას“, – განაცხადა გოტმიულერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიდეო–მიმართვისას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"