კადიროვს სოცქსელებში შეურაცხყოფის მიყენებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღება სურს

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს, მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელი „პოსტებისა“ და კომენტარების ავტორები დაპატიმრებით, საუკეთესო შემთხვევაში კი სიკვდილით უნდა ისჯებოდნენ.

ეს მოსაზრება მან ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე დააფიქსირა: 

„ისინი, ვინც ადამიანებს შორის თანხმობას არღვევს, ჭორაობს, შუღლს თესავს, – თუ მათ მოუკვლელად, დაუწველად, დაუშინებლად დავტოვებთ, არაფერი გამოვა“. 

ცნობისთვის: კადიროვი მსგავსი მოწოდებებით ადრეც გამოსულა, როდესაც საუბარი „უსაფრთხოებას“ ეხებოდა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა