„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში დანალექი გრუნტისაგან და ბუჩქნარისაგან გაიწმინდა   არხის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი; მოეწყო მონოლითური ბეტონის ბორდიური. ამ დროისთვის მიმდინარეობს არხის ფერდებისა და ძირის მონოლითური ბეტონით შევსება და ტორკრეტირება.

მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში   330 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება.  

პროექტის ღირებულებაა 4 888 850 ლარი

სამუშოები  მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა