იტალიაში გადაბრუნებულ ავტობუსში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ

იტალიაში ავტობუსი,  რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა გადაბრუნდა. ადგილობრივი მედიიც ცნობით, ავტობუსი ფლორენციიდან სიენაში მიემართებოდა და მასში ქართველი, რუსი, სომეხი, მოლდოველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე პირი კი დაშავდა. ოთხი  დაშავებულის ჯანმრთელობის დგომარეობა  მძიმეა.  მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

როგორც "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება საქართველოს დაშავებული მოქალაქეების შესახებ არ შესულა.  

"ჯერ–ჯერობით მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება", – აცხადებენ უწყებაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp