თავდაცვის მინისტრი –ნატო-ზე: "ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად"

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით და კომუნიკაციით სწორ პოლიტიკას ატარებს. 

„რაც შეეხება ნატო-სთან ურთიერთობას და ზოგადად მოლოდინებს: მე ყოველთვის მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენი პოლიტიკა არის, ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. აი, ეს არის ძირითადი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"