"თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ"

თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ, ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ს მიერ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის საქმის გამოძიებაში არაერთი დარღვევაა: 

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? [...] მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული. 

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ!", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა