მღვდელმა, რომელმაც მიტროპოლიტი ზოსიმე სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა

მართლმადიდებელმა მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელმაც მიტროპოლიტი ზოსიმე 1980-იან წლებში სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა.

როგორც მამა გიორგი "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, იგი საფრანგეთში ცხოვრობს და ემიგრაციულ ეკლესიაში მსახურობს, თუმცა საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და დარჩენას კიდევ რამდენიმე დღით აპირებდა, თუმცა "მომატებული საფრთხის გამო" საქართველო დატოვა.

“მზად ვარ, თუნდაც ამ საკითხის გამო ჩამქოლონ. დღეს იყო ამის მცდელობა. დილას გადავავლე თვალი და დამხვდა ასეთი წერილი. პირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ პროკურატურას, პირდაპირ მემუქრება, საფრანგეთში ჩამოვალ და იქ მოგიღებ ბოლოსო. მივმართავ პროკურატურას, ეს პიროვნება შეისწავლონ”, – განაცხადა სხილაძემ გუშინ "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.

მიტროპოლიტი ზოსიმე მღვდელი გიორგი სხილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებად აფასებს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა