რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ეუბნება საქართველო ყველაზე ხშირად უარს ქვეყანაში შემოშვებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,  2019 წლის 1 იანვრიდან  20 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლაზე უარის თქმის 21975 ფაქტი დაფიქსირდა. 

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველო ყველაზე ხშირად ეუბნება უარს ქვეყანაში შემოშვებაზე:

  • ირანი – 9272
  • ინდოეთის –4238
  • აზერბაიჯანი – 1607
  • თურქეთი  –1231 
  • რუსეთი – 949
  • სომხეთის – 507 
  • თურქმენეთი – 430
  • პაკისტანი – 392
  • უზბეკეთი – 386 
  • ეგვიპტე – 288
  • ერაყი – 234 
  • ყაზახეთი – 206
  • ყირგიზეთი – 168 
  • სირია – 165 
  • იემენი – 152
  • ფილიპინები – 136
  • ჩინეთი – 125, 
  • მოლდოვის – 121 
  • ავღანეთი – 110 
  • იორდანია –105
  • შრი-ლანკა –105

სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაჩვენებელი 100-ზე ნაკლებია.

წინა წელთან შედარებით, საქართველოში მოქალაქეთა შემოსვლაზე უარის ფაქტები გაზრდილია. 2018 წელს ქვეყანაში ჯამში 16 025 მოქალაქე არ შემოუშვეს. 

ამასთან, მიმდინარე წლის მარტის შემდეგ შსს აღნიშნულ მონაცემებს ყოველთვიურ სტატისტიკაში აღარ აქვეყნებს. ახალი მონაცემები კი,  უწყებამ დეპუტატ სერგი კაპანაძეს, სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ მიაწოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"