EUMM: "5 ნოემბერს დამკვირვებლებს არ დაუდასტურებიათ არც ერთი გასროლა"

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არ ადასტურებს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 5 ნოემბერს კოდის მახლობლად ქართული მხრიდან სროლა დააფიქსირეს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მისია 24 საათის რეჟიმში არის წარმოდგენილი და 5 ნოემბერს, კოდის მახლობლად რამდენიმე პატრული ჰყავდა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს არ დაუდასტურებიათ არც ერთი გასროლა. ადგილობრივებთან მისიის გამოძიების ბოლო მონაცემებზე და საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით, მისიას არ აქვს მტკიცებულება, რომ აღნიშნულ ზონაში სროლის შესახებ ინფორმაცია დაადასტუროს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"