"მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს"

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა, დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

"მე მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, იმედით ველოდები, რომ ადრე, ის მიიღებს დაზარალებულის სტატუსს", — განაცხადა თალაკვაძემ "ტელეკომპანია პირველის" გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას. 

წამყვანის კითხვაზე, აქამდე უნდა მიეღო თუ არა გომურს დაზარალებულის სტატუსი, თალაკვაძემ უპასუხა, რომ აქამდე მას სახელმწიფოს დახმარება უნდა მიეღო.

ცნობისთვის: "ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის" მონაცემებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსი 67 პოლიციელს აქვს მიღებული, ხოლო აქციის მხოლოდ 4 მონაწილეს. ამ ცნობებში საია პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. მაკო გომურს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიანიჭა. 20 –21 ივნისის მოვლენების დროს მან თვალი დაკარგა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ანაკლიის პორტის აშენება „საქართველოსთვის თამაშის წესებს გააუმჯობესებს"