ერდოღანი რუსეთსა და აშშ–ს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-სა და რუსეთს ქურთების შენაერთებთან დაკავშირებით მათი წილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. კერძოდ, როგორც ერდოღანმა განაცხადა, სირია-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიიდან ქურთების გასვლის პირობები სათანადოდ არ სრულდება. 

ერდოღანის თქმით, ის ამ საკითხის წამოჭრას მომავალ კვირას ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას აპირებს.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა 13 ნოემბერს შედგება. მედია თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერდოღანი ვიზიტის გაუქმების საკითხს განიხილავდა. დღეს აშშ–ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი