თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

8 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და სამგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ ასათიანის, საბურთალოს, პეტრიწის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის და ირინა ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ორხევის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ძეგლევის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, მაზნიაშვილის, ტერენტი გრანელის, მარჯანიშვილის, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
18 ნოემბრის ამინდის პროგნოზი