სასამართლომ ტრამპს 2 მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კომპენსაციის სახით ორი მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება მის საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელმაც ქველმოქმედების შედეგად შეგროვებული თანხა ტრამპის 2016 წლის წინასაარჩევნო შტაბს გადასცა.

ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, შტაბისთვის ამ თანხის გადაცემა კანონდარღვევა იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო შტაბმა საბოლოო ჯამში აღნიშნული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის, დანიშნულებისამებრ გამოიყენა, მოსამართლემ პროკურატურის მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი 2.8 მილიონი დოლარის ნაცვლად, ტრამპს კომპენსაციის სახით, მხოლოდ ორი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პარლამენტთან დემონსტრანტები იკრიბებიან: "ვნახოთ რამდენს დააკავებენ"